გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეკა სეფაშვილი: გლობალური ომის პარტია ყოვლად აღმაშფოთებელ, გაუგონარ და ერთი შეხედვით ძნელად დასაჯერებელ ხერხს მიმართავს და მსოფლიოში ომის შენარჩუნების დღის წესრიგს არ ცვლის

25-07-2024

„ძალიან საშიში პროცესები“ უწოდა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა საქართველოში და მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, როცა არაერთი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ განხორციელდა და დაიგეგმა თავდასხმები მათი ლიკვიდაციის მიზნით.


როგორც ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამის უკან დგანან ე.წ. გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც არ სურთ ხელიდან გაუშვან მსოფლიოს მართვის სადავეები და მოქმედებენ საკუთარი სტრატეგიით. სეფაშვილის თქმით, ამ ძალების ინტერესია მსოფლიოში ცხელი წერტილების შენარჩუნება და სწორედ ამიტომ იერიში მიაქვთ ადამიანებზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათ მიერ გლობალურად დამკვიდრებულ ტენდენციებს.


„ძალიან საშიში პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და საზოგადოება, როგორც არასდროს, ისე უნდა იყოს ფხიზლად. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენ ერთმანეთის მიყოლებით ვნახეთ როგორი გაუგონარო ამბები განვითარდა - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა, ბეწვზე გადარჩა ტრამპიც (სულ რაღაც მილიმეტრში აუარა ტყვიამ), ასევე, ევროკავშირის მხრიდან მოვისმინეთ ჩვენი პრემიერ-მინისტრის მისამართით გაფრთხილება. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ე.წ. გლობალური ომის პარტია, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, თავისი ზრახვების განსახორციელებლად ყველა ხერხს მიმართავს. თუ დავაკვირდებით, მათი სამიზნე გახდნენ ადამიანები, რომლებმაც გლობალურად დამკვიდრებულ ტრენდს გადაუხვიეს. გადახვევაში რას ვგულისხმობ - ტრამპი გამოდის და ამბობს, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულებს ომს უკრაინასა და რუსეთს შორის; ჩვენი პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია - მივმართავთ ყველა ძალისხმევას, რომ საქართველო არ ჩაერთოს ომში; სლოვაკეთის პრემიერიც აცდენილი იყო ამ გლობალურ ტრენდს.


ამ ფონზე ფაქტობრივად ვხედავთ, რომ გლობალური ომის პარტია ყოვლად აღმაშფოთებელ, გაუგონარ და ერთი შეხედვით ძნელად დასაჯერებელ ხერხს [ტერაქტების ორგანიზება] მიმართავს. ამ ბოლო პერიოდში ხშირად გვსმენია ქართული ოპოზიციის განცხადებები, რომ წარმოუდგენელია საქართველოს წინააღმდეგ ვინმემ ასე იმოქმედოს, ვის ჭირდება ტრამპის მკვლელობა და ა.შ. ეს ძალიან აღმაშფოთებელია.


თუმცა, მათი დღის წესრიგი არ იცვლება, ყველანაირად სურთ მათი ტრენდის - მსოფლიოში ომის შენარჩუნების, ძალაში დატოვება იმიტომ, რომ როგორც ადრე აღვნიშნეთ, ეს არის სამხედრო ინდუსტრიაში ჩართული გარკვეული ძალების ტრენდი, რომლებსაც აწყობთ, რაც შეიძლება მეტი შეიარაღებული კონფლიქტი არსებობდეს მსოფლიოში, რათა თავიანთი ინდუსტრია განავითარონ. რამდენიმე თვის წინ, ჩვენ ვიხილეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში საარჩევნო დებატებისას, როგორი სიამაყით ამბობდნენ ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების 90 % ისევ ბრუნდებოდა შტატებში და ხმარდებოდა მათი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებას, მათი მოქალაქეების დასაქმებას და ა.შ.“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ქვეყნის შესაბამის სამსახურებს დროული და ეფექტიანი რეაგირებისთვის.


„მოვლენების ასე განვითარება ძალიან რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტებს თუ გადავავლებთ თვალს, სავსებით ლოგიკურია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავებსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ასე ფხიზლად არიან და ადევნებენ თვალს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მყარად დგანან ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის სადარაჯოზე. რა თქმა უნდა, ეს არის გამოძიება და მისი შედეგების შესახებ ალბათ კიდევ უფრო მეტი რამ გახდება ცნობილი, მაგრამ ის ფაქტი, რომ გამოძიება დაწყებულია და გაიჟღერა გარკვეულმა სახელებმა და გვარებმა, ისეთმა, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდის ლიდერები, უკვე თავისთავად შიშის მომგვრელია, იმიტომ, რომ საქართველოშიც კი, ყოველგვარ ზღვარს გადადიან. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათ მიერ ადრე ჩაფიქრებული სხვადასხვა სცენარი არ გამართლდა. ერთი სცენარი იყო რევოლუციის მოწყობა ხან გამჭვირვალობის კანონის მიღების თემით, ხან კანდიდატის სტატუსის საკითხის წამოწევით, ხან ომის არდაწყების და სანქციების დაწესების თემით და სხვა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით. როგორც ჩანს, რადგან ამ მცდელობებმა არ გაამართლა, გადადიან უკიდურეს ზომებზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.