გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზურაბ ქადაგიძე ლიეტუვის ელჩზე: ომის დაწყებიდან მეორე დღეს, ლამის მარკეტ-მარკეტ დადიოდა და ფოტოებს აგროვებდა, სასწრაფოდ დაუწესოს საქართველომ სანქციები რუსეთსო, ჰკითხეთ, რა ღვინოს აწარმოებს ლიეტუვა და რომელი ქვეყნის ღვინოს აგზავნიან რუსეთში?

25-07-2024

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის მონაცემებით რუსეთში ღვინის ექსპორტის მაჩვენებლით ლიეტუვა ლიდერობს.


ამავდროულად, საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას 2022 წლის პოსტს ეხმიანება, სადაც ის რუსული პროდუქციის აკრძალვის შესახებ წერს.


როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, შავი ხვრელებიო, ესენი გვესაუბრებიან ჩვენ და თვითონ ჩაიხრჩნენ ხვრელებშიც და რუსული რესურსების გამოყენებაშიც.


„ეს კალინდრა გახსოვთ, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, ლამის მარკეტ-მარკეტ დადიოდა და ამ ფოტოებს აგროვებდა, სასწრაფოდ დაუწესოს საქართველომ სანქციები რუსეთსო?! ჰო და ახლა, ყველაზე დიდი ღვინის ექსპორტიორი ლიეტუვაა რუსეთისთვის, ოღონდ პარადოქსი ის არის, რომ ლიეტუვა ღვინის ამ რაოდენობას, რაც ფოტოზეა მოცემული არ აწარმოებს… ანუ რა გამოდის?! სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის რე-ექსპორტს ახორციელებს, ისევე როგორც ინდოეთი ყიდულობს ნედლ ნავთობს რუსეთისგან და ევროპაში აგზავნის?! შავი ხვრელებიო, ესენი გვესაუბრებიან ჩვენ და თვითონ ჩაიხრჩნენ ხვრელებშიც და რუსული რესურსების გამოყენებაშიც… ამ უნამუსო კალინდრას თუ ვინმე ნახავთ ჟურნალისტი, ჰკითხეთ ერთი - რა ღვინოს აწარმოებს ლიეტუვა და რომელი ქვეყნის ღვინოს აგზავნიან რუსეთში ეს, “ძაან” სანქციების მოყვარულები?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.