პარასკევი, მაისი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ტელევიზია CCTV საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას ამზადებს

26-07-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის 7 კაციანი ჯგუფი თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში მოგზაურობს. ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, ტურისტულ ადგილებს, მცხეთას, კახეთში ვენახებს, მარნებს, ქუთაისს, იმერეთის ეკლესია-მონასტრებს, კულტურულ ძეგლებს, წყალტუბოს, მარტვილის კანიონს, სამეგრელოში ადგილობრივ სამზარეულოს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, პალიასტომის ტბას, ბათუმს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს იღებენ.


CCTV საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ გადაცემას ამზადებს, გადაცემა დაეთმობა საქართველოს საზღვაო და სპა კურორტებს, კულტურას, ბუნებას, ქართულ ღვინოსა და კერძებს.


გადაცემას მილიონობით მაყურებელი იხილავს, როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
CCTV-ის აუდიტორია მთელ მსოფლიოში 1.2 მილიარდს აჭარბებს.