შაბათი, მაისი 17, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
თუ ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, საქართველო დაუბრუნდება ომებისა და ნგრევის ქაოსს - პაპუაშვილი

26-07-2024

„თუ ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, საქართველო დაუბრუნდება ომებისა და ნგრევის ქაოსს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარე არასდროს დაუჭერია. 


„დრომ დაადასტურა, არცერთ საბედისწერო მომენტში, ოპოზიციას და მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქართველი ხალხის მხარე არ დაუჭერია. ყოველ ჯერზე ისინი უყურებდნენ არა იმას, თუ რა სჭირდებოდა ჩვენს ხალხს, არამედ იმას, თუ რა სჭირდებოდა სხვებს და რომელ ნაბიჯს და სიტყვას შეუქებდნენ გარედან.


ერთი რამ გარანტირებულია - თუ ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებასაც კი, საქართველო დაუბრუნდება ომებისა და ნგრევის ქაოსს, რომლისგანაც, როგორც იქნა ეს ქვეყანა დავიხსენით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი შევქმენით და ხალხს ამოსუთქვის, განვითარების საშუალება მივეცით“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.