გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება

26-07-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება.


მთავრობის მეთაური საფრანგეთის დედაქალაქში ვიცე-პრემიერთან, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად იმყოფება.


პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში 28 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეულ ოლიმპიური ჩემპიონი მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანი - ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს მიიღებს.