გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის ბოლომდე დასრულდება

26-07-2024

ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა, ლევილში 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ლევილში განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მომავალი თაობებისთვის მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება ის სამუშაოები, რომელიც ახლა ლევილში მიმდინარეობს.


„ჩამოვედით ლევილის მამულში, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა, მამულის რეაბილიტაცია არის ძალიან მნიშვნელოვანია. 2026 წლის ბოლომდე დასრულდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩვენ უნდა შევუნახოთ მომავალ თაობებს ეს უძვირფასესი მემკვიდრეობა და ამას ემსახურება სამუშაოები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.