26-07-2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემსოფლის მეურნეობის მოსავლიანობის ზრდასა და მაღალ ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ისაუბრა. მოცვის და ხორბლის კულტურებთან ერთად, თენგიზ ნასარიძემ ყურადღება ატმის ექსპორტის და დაბინავების საკითხებზე გაამახვილა.
„ბოლო წლებია კახეთში ატამი ფერმერებისთვის მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ წელს ყველა ხელშემწყობი პირობაა იმისთვის, რომ რეალიზება შეუფერხებლად მიმდინარეობდეს. ჩვენ ფაქტობრივად მოსავლის აღების და რეალიზების შუა პერიოდში ვართ.
იცით, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით შექმნილია სპეციალური საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსავლის დაბინავებისა და ექსპორტის მიმართულებით შეფერხებების შემთხვევაში მყისიერ რეაგირებას. დღეისათვის, დაახლოებით 16 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ატმის ექსპორტია განხორციელებული. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილია ასევე შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30-40 ასეთი პუნქტი მუშაობს. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ატმის ჩაბარება და რეალიზება. სასიხარულოა, რომ ფასის და ხარისხის მიმართულებით შეიმჩნევა ფერმერების კმაყოფილება. ჩვენ ვხედავთ, წლების განმავლობაში ქართველი ფერმერებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის ხელშესახებ შედეგებს და, რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიმდინარე წელი გამორჩეულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობით. მათ შორისაა მოცვი, რომლისწარმოების და ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. თენგიზ ნასარიძემ, ხაზი გაუსვა საქართველოდან მოცვის ექსპორტში ევროკავშირის წილს და აღნიშნა, რომ მოცვი დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ფერმერებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენს.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, წლევანდელი წელი გამორჩეულია სტრატეგიული პროდუქტის - ხორბლისმოსავალიანობითაც. გაზრდილია, როგორც საჰექტრო მაჩვენებელი, ასევე მაღალია ხორბლის ხარისხიც. სავარაუდო მონაცემებით, წელს ხორბლისრეკორდული რაოდენობის მოსავალიც იქნება.