26-07-2024
„საარჩევნო არითმეტიკას მივაპყროთ ყურადღება, რომელსაც ზერელედ უყურებენ ნაცრადიკალები და ქვეყნის აყირავების გარდა არაფერი აინტერესებთ: - 5%-იანი ბარიერი არის მინიმუმ 100 000 ხმა, რაც რაღაც „პარტიუგებს“ ინდივიდუალურად არასოდეს მიუღიათ“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის თქმით, ხუთპროცენტიანის გადალახვის შემთხვევაში, ესა თუ ის აუტსაიდერი იღებს მინიმუმ 8 მანდატს. ვერავინ ვერასდროს ვერავის დაარწმუნებს, რომ, მაგალითად, არაადეკვატური სალომე ზურაბიშვილი, მევახშე ხაზარაძე, მოღალატე გახარია, სუპერარარობა ანა დოლიძე, ანდა მოძალადე ალეკო ელისაშვილი გულანთებული პატრიოტები არიან.
„საარჩევნო არითმეტიკას მივაპყროთ ყურადღება, რომელსაც ზერელედ უყურებენ ნაცრადიკალები და ქვეყნის აყირავების გარდა არაფერი აინტერესებთ: - 5%-იანი ბარიერი არის მინიმუმ 100 000 ხმა, რაც რაღაც 'პარტიუგებს' ინდივიდუალურად არასოდეს მიუღიათ. - ხუთპროცენტიანის გადალახვის შემთხვევაში, ესა თუ ის აუტსაიდერი იღებს მინიმუმ 8 მანდატს. მშვენიერია, იქმნება გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული ფრაქცია-ჯგუფი, კომიტეტებში მონაწილეობა; გარანტირებულ საპარლამენტო ხელფასს დამატებული ბონუსები; საგარეო ვიზიტებში დანამატები და ა.შ. ვერავინ ვერასდროს ვერავის დაარწმუნებს, რომ, მაგალითად, არაადეკვატური სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წარმომავლობის გამო მოხვდა ამ პოსტზე; მევახშე ხაზარაძე; მოღალატე გახარია; სუპერარარობა ანა დოლიძე ანდა მოძალადე ალეკო ელისაშვილი გულანთებული პატრიოტები არიან. ეს „ბულშითინგი“ თავადაც არ სჯერათ ამ ბოროტ ჯამბაზებს. საკითხავია - ასე დაბლაგვდა „გლობალური ომის პარტიის“ ანალიტიკა რომ ვერ აცნობიერებენ აქაურ განწყობებს? არ გამიკვირდება, რადგან ფსევდო-იდეოლოგიების გავლენით, უამრავი პოლიტიკური, უსაფრთხოებითი ჩავარდნაა დასავლეთში. რაც მთავარია, საარჩევნო პროგრამები სადაა? არც იქნება, მხოლოდ პოლიტიკური სადღეგრძელოები იმ ჩამოწერილებისგან, რომლებიც ზნეობრივ ნორმებში არ არიან დიდი ხანია“, - წერს გია აბაშიძე.