23-10-2018
ლანჩხუთის, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთის დიდი ქომაგისა და მეცენატის, ევგრაფი შევარდნაძის ბიუსტი ხვალ გაიხსნება, ამის შესახებ ინფორმაცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზეა გავრცელებული.
"ევგრაფი შევარდნაძემ ლანჩხუთის ფეხბურთში მთელი ეპოქა შექმნა. ლანჩხუთის "გურიას" სსრ კავშირის უმაღლეს ლიგაში გადასვლა და გამარჯვების მწვერვალზე ასვლა მის სახელს უკავშირდება. ბიუსტის დადგმა ნამდვილად კარგი ინიციატივაა"-აცხადებენ მუნიციპალიტეტში.