26-07-2024
„უპრინციპოების რბოლა, კოლექტიურ ნაც-მოძრაობაში საზეიმოდ გახსნილა. ახლა მთავარია, ვინ აჯობებს საკუთარი მოსაქმებულის, ბედნიერი სახით უკან მირთმევაში და უსამშობლო იდიოტობაში პირველი ადგილის დაკავებაში,“ - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილმა წაიკითხა მისი ყალბი ციტატა, თითქოს ის საბრძოლო ტექნიკის გადაცემას მოითხოვდა უკრაინისთვის, მაშინ როცა თავად აქუბარდია 2022 წლის 24 მაისს აცხადებდა, რომ „ლაზიკა“, „დიდგორი“ - ქართული წარმოების ჯავშანმანქანებისა და სხვადასხვა ამუნიციის სიმბოლური რაოდენობის გადაცემაც კი საკმარისი იქნებოდა, მხარდაჭერის გამოსახატად“.
ქადაგიძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ უკრაინიზაციის პოპულარიზაცია და ომის რიტორიკა დამღუპველია საარჩევნო პერიოდში და რაც აქამდე უთქვამთ ახლა პირიქით ატრიალებენ.
„უპრინციპოების რბოლა, კოლექტიურ ნაც-მოძრაობაში საზეიმოდ გახსნილა. ახლა მთავარია, ვინ აჯობებს საკუთარი მოსაქმებულის, ბედნიერი სახით უკან მირთმევაში და უსამშობლო იდიოტობაში პირველი ადგილის დაკავებაში. მიხვდნენ ეს საცოდავები, რომ უკრაინიზაციის პოპულარიზაცია და ომის რიტორიკა დამღუპველია განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში. ჰოდა, რაც აქამდე უთქვამთ ახლა პირიქით ატრიალებენ. არა რა, დოღია უსამშობლოების და სამწუხარო ის არის, რომ მთელ ოპოზიციაში ერთი ჭკუათმყოფელი არ ჰყავთ, აზრი მოეკითხებოდეს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.