გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

26-07-2024

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებსსაარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გააცნო. შეხვედრა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა როგორც საარჩევნო ტექნოლოგიებისა და2024 წლის არჩევნებისთვის მზადებისა პროცესის შესახებ.

 

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით. გვქონდა საშუალება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება გამოყენებული. აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში ფაქტობრივად ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ საკითხზე. რა თქმა უნდა, ასეთი საინფორმაციო შეხვედრები გაგრძელდება, იმისათვის რომ მაქსიმალურად მივიტანოთ ინფორმაცია ყველა ამომრჩევლამდე, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ ამ არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირება“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

 

შეხვედრის დასასრულს გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.

 

საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით დღეს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა და მას მოდერაციას ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და გამგეობის წევრი ნიკოლოზ ხუნძიკაშვილი უწევდნენ.

 

ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. დღეის მდგომარეობით უკვე ინფორმირებულია 500 000-მდე ადამიანი.