შაბათი, მაისი 31, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ფრანგი ევროპარლამენტარი მარიონ მარეშალი პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე „დრაგ ქვინების“ მიერ საიდუმლო სერობის პაროდიას აკრიტიკებს

27-07-2024

ფრანგმა ევროპარლამენტარმა მარიონ მარეშალმა, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე „დრაგ ქვინების“ მიერ „საიდუმლო სერობის“ პაროდია გააკრიტიკა.


მარეშალმა მიმართა ქრისტიანებს, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და აღნიშნა, რომ მათ მემარცხენე უმცირესობა ესაუბრება, რომელიც ყველანაირი პროვოკაციისთვის მზად არის.


„მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქრისტიანს, ვინც ახლა პარიზის ოლიმპიადის ცერემონიას უყურებს და "დრაგ ქვინების" მიერ "საიდუმლო სერობის" პაროდიის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, იცოდეთ, რომ არა საფრანგეთი, არამედ მემარცხენე უმცირესობა გესაუბრებათ, რომელიც მზად არის ნებისმიერი პროვოკაციისთვის. ჩემი სახელით არა“, - დაწერა ევროპარლამენტარმა X-ზე.