გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე IRI-ის და NDI-ის მიმართავს: სანამ თქვენ თვლემთ, ნახევარმა ოპოზიციამ მოასწრო ჩასვლა კეზერაშვილთან - ველოდები ფართომასშტაბიან ბრიფინგებს, უცხო ქვეყნიდან ქართული ოპოზიციის დაფინანსებაზე

28-07-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI) და აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) მიმართავს და სთხოვს, რეაგირება მოახდინონ ქართული ოპოზიციის უცხო ქვეყნიდან დაფინანსებაზე.


კერძოდ, ქადაგიძე აცხადებს, რომ ნახევარმა ოპოზიციამ უკვე მოასწრო დავით კეზერაშვილთან ჩასვლა და ფინანსებზე შეთანხმება.


„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო - IRI Georgia, NDI Georgia გაიღვიძეთ! სანამ თქვენ თვლემთ, ნახევარმა ოპოზიციამ მოასწრო ჩასვლა კეზერაშვილთან და ფინანსებზეც თანხმდებიან. ჰო და ველოდები ფართომასშტაბიან ბრიფინგებს, უცხო ქვეყნიდან ქართული ოპოზიციის დაფინანსებაზე თუ მხოლოდ სახელისუფლებო კამპანიაზე აპირებთ განცხადებებს?!“ - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.