23-10-2018
ოზურგეთში პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, ასევე, მემორიალური შენობის რეკონსტრუქცია და მშენებლობა იწყება, რომელშიც ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ეგნატე ნინოშვილი და სხვა სახელოვანი მამულიშვილები სწავლობდნენ. სკოლა 172 წლის არის.
მემორიალურ შენობაში ინოვაციების ცენტრი განთავსდება. პროექტის ფარგლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და სკოლის მწვანე პარკის აღდგენა და განვითარება იგეგმება.
პროექტზე ინფორმაცია დღეს პარლამენტის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და მასწავლებლებს მიაწოდა:
“ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს სკოლა. თუ გვექნება თანამედროვე სკოლები, გვექნება თანამედროვე სახელმწიფო. ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის განახლება ეროვნული საქმეა! ერთად გავაგრძელოთ ისტორია! თქვენი სახელით მინდა პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და განათლების სამინისტროს მადლობა გადავუხადო - პროექტის დაწყება პირველ რიგში მისი დამსახურებაა!” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
სკოლის მშენებლობა სავარაუდოდ 2019 წლის იანვარ-თებერვალში დაიწყება.