28-07-2024
ძალიან სამწუხაროა, რომ ღონისძიება, რომელიც ადრე ეროვნულ სიამაყეს ქმნიდა, ახლა, საუკეთესო შემთხვევაში, გულგრილობას იწვევს, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი-უმცროსი ტვიტერზე წერს, რითაც ოლიმპიური თამაშების გახსნას ეხმიანება.
„დედაჩემი ოლიმპიელი იყო და ბავშვობაში ჩვენ აღფრთოვანებულნი ვიყავით ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. ახლა უკვე პროგნოზირებადი და ჩემთვის ერთი შეხედვით სატანისტური გახსნის ცერემონიით [drag queen-ის მონაწილეობით], არავინ, ვისაც ვიცნობ, არც კი ფიქრობს [ოლიმპიადაზე]. ძალიან სამწუხაროა, რომ ღონისძიება, რომელიც ადრე ეროვნულ სიამაყეს ქმნიდა, ახლა, საუკეთესო შემთხვევაში, გულგრილობას იწვევს. „ვოუქ” იდეოლოგიის გასაძლიერებლად ოლიმპიური თამაშების გამოყენებას ნულოვანი კავშირი აქვს ყველაფერთან, რასაც ოლიმპიური თამაშები წარმოადგენს.
იმის ნაცვლად, რომ ხაზი გაუსვან ამ საოცარი სპორტსმენების წარმოუდგენელ მიღწევებს, მედია ძირს უთხრის მათ შრომას მემარცხენე სიგიჟის წინ წასაწევად. ეს არა მხოლოდ სირცხვილია, არამედ ცუდი სამსახურის გაწევაცაა მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი და თავდადებული ადამიანებისთვის“, - წერს დონალდ ტრამპი-უმცროსი.