გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიმიტრი ხუნდაძე: „ედისონ რისერჩის“ კვლევა ობიექტურ რეალობას კი არ ასახავს, არამედ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ემსახურება, რომ თითქოს ოპოზიციას არჩევნები გაუყალბეს და ქუჩაში გამოსვლა იქნება საჭირო

29-07-2024

„ამომრჩეველმა არა ყალბ ციფრებს, არამედ ობიექტურ რეალობას უნდა შეხედოს და მშვიდობა ხელიდან არ უნდა გაუშვას“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის" გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე, რითაც ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლების კომპანია „ედისონ რისერჩის“ მიერ მომზადებული კვლევის შედეგებს ეხმიანება.


როგორც დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, კვლევა არა რეალურ ვითარებას ასახავს, არამედ მისი მიზანია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის.


„ედისონ რისერჩის“ კვლევა ობიექტურ რეალობას კი არ ასახავს, არამედ საზოგადოებრივი აზრის მომზადებას ემსახურება, რომ თითქოს ოპოზიციას არჩევნები გაუყალბეს და ქუჩაში გამოსვლა იქნება საჭირო. ეს კვლევები არა 26, არამედ 27 ოქტომბერზეა გათვლილი.


საზოგადოებრივი აზრი, რომ ომის, სანქციებისა და ჩარტერებით უკრაინაში მეომრების გაგზავნის საწინააღმდეგოდ მყარად ჩამოყალიბდა, სწორედ ამიტომ უარყო ოპოზიციამ, რომ სულ მცირე ხნის წინ ჯიუტად უჭერდა მხარს ომსაც და სანქციებსაც. უფრო მეტიც - საქართველოდან უკრაინაში იარაღიც უნდა გაგვეგზავნა და აფხაზეთსაც დავსხმოდით თავს.


ამიტომ ამომრჩეველმა არა ყალბ ციფრებს, არამედ ობიექტურ რეალობას უნდა შეხედოს და მშვიდობა ხელიდან არ უნდა გაუშვას. მშვიდობის გარანტი დღეს მხოლოდ „ქართული ოცნებაა“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.