გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს შეხვდა

29-07-2024

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება და ამ კუთხით აქტუალური საკითხები განიხილეს.


ომბუდსმენი მთავრობის მეთაურს საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.


ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს ომბუდსმენის რეკომენდაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება.