30-07-2024
გარკვეული პერიოდი, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება სირთულეები, სწორედ მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, კონკრეტულ ინფორმაციასა და ლოგიკურ დასკვნებზე დაფუძნებული იმედი, რომ ომი დასრულდება - თუ „დემოკრატები" გაიმარჯვებენ - ერთ წელიწადში, თუ „რესპუბლიკელები" - უფრო ადრე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარია, ეს წელი ღირსეულად გაიაროს, რი9ს შემდეგაც საერთაშორისო კონტექსტი შეიცვლება.
„გარკვეული პერიოდი, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება სირთულეები, სწორედ მიმდინარე ომის გათვალისწინებით, მაგრამ გვაქვს საფუძვლიანი იმედი, კონკრეტულ ინფორმაციასა და ლოგიკურ დასკვნებზე დაფუძნებული იმედი, რომ ომი დასრულდება. თუ „დემოკრატები" გაიმარჯვებენ - ერთ წელიწადში, თუ „რესპუბლიკელები" - უფრო ადრე. ამასაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია, ეს წელი ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე და დარწმუნებული ვარ ასე იქნება. ქართველმა ხალხმა ყოველ ჯერზე გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება, განსაკუთრებული სიბრძნე და სწორად ამან მოგვცა ჩვენ ყველა სირთულის დაძლევის საშუალება. აქაც, მიმდინარე წელსაც, დარწმუნებული ვარ, იგივე მოხდება. როგორც კი ამ რამდენიმე თვეს ღირსეულად ჩავატარებთ, მაშინვე შეიცვლება საერთაშორისო კონტექსტი და შესაბამისად, ყველა მიმართულებით გაადვილდება პროცესების წარმართვა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.