გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: ევროინტეგრაცია ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, როგორც კი ომი დასრულდება, რადიკალურად შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ, შესაბამისად, ძალიან მარტივად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე

30-07-2024

ევროინტეგრაცია - ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ევროინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი.


"რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შესაბამისი ამოცანა შესრულდეს ჩვენი სახელმწიფოს მიერ. სირთულეები იყო ძალიან ბევრი ამ გზაზე, ამ 2-3 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, მანამდეც, მაგრამ განსაკუთრებით 2-3 წლის განმავლობაში. აღარ გავიხსენებ მთელ ამ პროცესებს, როგორ გვეთქვა უსამართლოდ უარო 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსზე, მერე წელიწადნახევარი იყო გვაცხოვრეს ხელოვნური პოლარიზაციის რეჟიმში, რამხელა უსამართლობა ტრიალებდა ჩვენი ქვეყნის თავზე, თუმცა ჩვენ ღირსეული პოზიცია დავიკავეთ და სწორედ ამის ხარჯზე, საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება. ასეთივე სირთულეები იქნება, შემდეგი 1 წლის განმავლობაშიც და კიდევ ერთხელ გავიმეორებს, რომ ეს სირთულეები ამ შემთხვევაშიც იქნება დაკავშირებული იმ ომთან, რომელიც ჩვენს რეგიონში წარმოებს და შესაბამისად, მეორე ფრონტის ინტერესთან, მაგრამ როგორც კი ვითარება შეიცვლება და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს მოხდება მაქსიმუმ 1 წელიწადში და ჩვენ გვაქვს 90%-იანი ვარაუდის შესაძლებლობა, ამ თვალსაზრისით, როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე რადიკალურად შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მარტივად განვაგრძობთ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ მომავალ წელს ეს ამოცანაც შესრულდება. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, თუნდაც იყოს 2 წელიწადში, 1 წელიწადში, წელს, თუ როცა იქნება, საბოლოო ჯამში, ჩვენი სამიზნე არის მაინც 2030 წელი. სწორედ ამ კონტექსტში საუბრობენ ევროკავშირის გაფართოებაზე, მანამდე როდის მოხდება მოლაპარაკებების გახსნა, ეს არის ტექნიკური დეტალი და მეტი არაფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც არის მნიშვნელობის მატარებელი. შეიძლება წლის ბოლოსაც მოხდეს, გააჩნია კონტექსტი როგორ იქნება წლის ბოლოსთვის. შეიძლება წლის ბოლომდეც კი დასრულდეს ომი უკრაინაში", - აღნიშნა პრემიერმა.