გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გურულ ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს

23-10-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტების   და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით,  გურიის რეგიონში მეთხილე ფერმერებისათვის სწავლება გაიმართა.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე სპეციალისტებმა ფერმერებს თხილში გასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებებისა და აღნიშნულ კულტურაში გავრცელებული მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე ინფორმაცია მიაწოდეს.  აღინიშნა, რომ   ფერმერებისთვის თეორიული ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება  თხილის მავნებლებისგან დაცვის და შემდგომში ხარისხიანი მოსავლის მიღებისთვის უმნიშვნელოვანესია.


ღონისძიებები გულისხმობს, როგორც მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო წამლობებს, ასევე სხვა აგროტექნიკურ სამუშაოებს.


შეხვედრები მეთხილე ფერმერებთან  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს თხილის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში მიმდინარეობს.