გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ერთადერთი პრაქტიკული შედეგი არის ის, რომ საქართველოს მოქალქეებისთვის იქმნება ერთი ვებ-გვერდი, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია, თუ საიდან და რისთვის ფინანსდება კონკრეტული ორგანიზაცია

30-07-2024

„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ერთადერთი პრაქტიკული შედეგი არის ის, რომ საქართველოს მოქალქეებისთვის იქმნება ერთი ვებ-გვერდი, სადაც შედიხარ, ამოირჩევ ორგანიზაციას და გაგიხსნის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან და რისთვის ფინანსდება ეს ორგანიზაცია. რა შეიძლება იყოს ამაში ცუდი? ნული, არაფერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.


მისივე თქმით, არსებობს ორი სცენარი, თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს.


„წარმოვიდგინოთ ორი სცენარი, ერთი სცენარია, როდესაც „ენჯეოებს" შეაქვთ დეკლარაციები და ერთადერთი პრაქტიკული შედეგი, რაც გვაქვს არის ის, რომ იქმნება ერთი ვებ-გვერდი, სადაც შედიან საქართველოს მოქალაქეები და იღებენ ინფორმაციას ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებისა და ხარჯების თაობაზე. მეტი არაფერი. მეორე პრაქტიკული ვარიანტია - როდესაც ორგანიზაციების დიდ ნაწილს არ შეაქვს დეკლარაციები და სხვათაშორის, ვინც არწმუნებს ამ ორგანიზაციებს, რომ დეკლარაციები არ უნდა შეიტანონ, უნდა დარეგისტრირდნენ სხვა ქვეყანაში და ა.შ. ესენი არიან სწორედ კონკრეტული დონორი ორგანიზაციები, რომელთაც აინტერესებთ საკუთარი ფინანსების დამალვა. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ორგანიზაციები არ წარადგენენ ამ ფინანსურ დეკლარაციებს. ამ შემთხვევაში, ერთადერთი რაც ხდება არის ის, რომ ამ ორგანიზაციებს გამოეწერებათ ჯარიმები და ჯარიმებიც არის საკმაოდ რბილი, 25 000 ლარი უნდა გადაიხადოს ამ ორგანიზაციამ იმ შემთხვევაში თუ უხეშად დაარღვევს კანონს და არ წარადგენს წლიურ დეკლარაციას, ეს არის ერთადერთი სანქცია და ზომა, რაც არის გათვალისწინებული,"- აღნიშნა პრემიერმა.