გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: აშშ-ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს და მჯერა, მომავალი წლისთვის გვექნება თვისებრივად განსხვავებული ხარისხი ჩვენს ურთიერთობებში

30-07-2024

ზოგადად, ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, ჩვენი საქმე არ არის, ვის აირჩევს ამერიკელი ხალხი, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ადმინისტრაციასთან, ერთადერთი განსხვავება არის რამდენიმე თვეში, უფრო გვიან დასრულდება ომი, თუ უფრო ადრე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას ალტერნატივა არ აქვს, რამდენადაც აშშ-ი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია.


„ყველა შემთხვევაში, ვფიქრობ, ომი დასრულდება მომავალ წელს, იქნება ეს ერთი ადმინისტრაცია თუ მეორე ადმინისტრაცია და სწორედ ომის დასრულების შემდეგ გამარტივდება ურთიერთობების გადატვირთვა ნებისმიერ ადმინისტრაციასთან, იქნება ეს „დემოკრატების" თუ „რესპუბლიკელების" ადმინისტრაცია. აშშ-ი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები. თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ ურთიერთობების გადატვირთვას. საქართველო არის პატარა ქვეყანა. აშშ-ი არის ძალიან დიდი სახელმწიფო მსოფლიო გავლენით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი მათ ხელშია. ჩვენ არ შეგვიძლია არსებითად რაიმეს შეცვლა. მთავარია, რომ ვდგამთ ნაბიჯებს და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. როგორც კი ეს ნაბიჯები გადმოიდგმება, მაშინვე მოხდება გადატვირთვა",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ფაქტორია ომი და არა ის, რომელი ადმინისტრაცია იქნება აშშ-ის ხელისუფლებაში.


„მთავარი ფაქტორია ომის დასრულება. როგორც კი ომი დასრულდება, მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები. ეს არის ჩვენი ოპტიმიზმის საფუძველი. ჩვენი ოპტიმიზმი პირდაპირ არის დაკავშირებული ომის დასრულების ფაქტორთან. ასეც და ისეც, ურთიერთობები უნდა გადაიტვირთოს და მჯერა, ჩვენ მომავალი წლისთვის უკვე გვექნება თვისებრივად განსხვავებული ხარისხი ჩვენს ურთიერთობებში", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.