გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: ბევრი რამ შეიცვალა, რათა არჩევნების შემდეგ სპეკულაციები გამოირიცხოს, მათ შორის არჩევნების დღისთვის რადიკალურად გარდაიქმნა პროცედურები, შემოღებული იქნა ელექტრონული ხმის მიცემის წესი

30-07-2024

ბევრი რამ შეიცვალა იმისთვის, რომ სპეკულაციები გამოირიცხოს არჩევნების შემდეგ, მათ შორის არჩევნების დღისთვის რადიკალურად გარდაიქმნა პროცედურები, შემოღებული იქნა ელექტრონული ხმის მიცემის რეგისტრაციის დათვლის წესი, რაც სპეკულაციებისგან მაქსიმალურად იცავს საარჩევნო პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE"-ში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივმა ენჯეოებმა შეიძლება, ყველაფერი სცადონ, მაგრამ საზოგადოება დაინახავს, რომ არავითარი საფუძველი არ ექნება არც ერთ სპეკულაციას.


„სტანდარტული პრაქტიკაა, რომ იღებენ ხოლმე ადგილობრივი ენჯეოების დასკვნებს და პირდაპირ ხდება ამ დასკვნების დაკოპირება. ენჯეოები დასკვნებში იმეორებენ მუდმივად ერთსა და იმავე სიტყვას - ეს არის სავარაუდო, ვერსად ვერ წერენ, რომ ეს არის მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, დაშინება და ა.შ. ყველგან წერია, რომ არის სავარაუდო მოსყიდვა, სავარაუდო გამოყენება, სავარაუდო დაშინება და ა.შ მერე ეს გადადის ხოლმე ზოგადი ჩანაწერების სახით სხვა დასკვნებში და ეს არის სტანდარტული პრაქტიკა. მე კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ, რომ ბევრი რამ შეიცვალა იმისათვის, რომ თუნდაც სპეკულაციები გამოირიცხოს არჩევნების შემდეგ, მათ შორის არჩევნების დღისთვის რადიკალურად გარდაიქმნა პროცედურები, შემოღებული იქნა ელექტრონული ხმის მიცემის რეგისტრაციის დათვლის წესი, რაც სპეკულაციებისგან მაქსიმალურად იცავს საარჩევნო პროცესს. ასეთ პირობებში პივიტის გაყალბებას აზრი ეკარგება, სხვა ზედმეტობებთან დაკავშირებით ყალბ ინფორმაციას ვეღარ დადებენ, არჩევნების შედეგები როდის გამოქვეყნდა ამაზე ვერაფერს იტყვიან და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ სიყალბე იყო, მაინც გარკვეული როლი შეასრულა ამ სიყალბემ 2020 წელს, როდესაც სამი ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, ახლა ასეთი სპეკულაციებისთვისაც კი არ რჩებათ რეალურად სივრცე. ასეთ პირობებში ყველაფერი შეიძლება, სცადონ, მაგრამ საზოგადოება დაინახავს, რომ არავითარი საფუძველი არ ექნება არც ერთ სპეკულაციას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.