გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ედიშერ გვენეტაძე: ხაზარაძე და ჯაფარიძე რომ ნამდვილად სტაჟიანი თაღლითები, მატყუარები და მძარცველები არიან, საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ

30-07-2024

ხანდაზმული თაღლითები სიძე-ცოლისძმა ხაზარაძე და ჯაფარიძე რომ ნამდვილად სტაჟიანი თაღლითები, მატყუარები და მძარცველები არიან საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, საერთაშორისო დონეზე საქართველოს სამართლიანობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა.


„ხანდაზმული თაღლითები სიძე-ცოლისძმა ხაზარაძე და ჯაფარიძე რომ ნამდვილად სტაჟიანი თაღლითები, მატყუარები და მძარცველები არიან საბოლოოდ დაადასტურა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ.


ანუ კიდევ ერთხელ დამტკიცდა საერთაშორისო არენაზე საქართველოს სასამართლოს სამართლიანობა. უფრო მეტიც, ამ ძუნწ-კაჟაია ბულავებს საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 ათასი $ გადახდა დააკისრა.


ხომ ნათლად ხედავთ რას უკეთებდნენ, ეს მეხუთე კოლონის წარმომადგენელი თაღლითები საქართველოს სახელმწიფოს და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ატყავებდნენ და ატყავებენ ეს წუპაკი-მამაძაღლები საკუთარი ბანკით უბრალო მოქალაქეებს!


საინტერესოა რა გზას დაადგებიან ახლა ხალხის ბედზე "დაუღალავად მოფიქრალ- მზრუნველი" ლელოელი ორი ანა - ნაცვლიშვილი, დოლიძე. უსუფაშვილი...


დაუკარით! საარჩევნოდ უელექტორატო თაღლით "ლელოელების” ქორწილია“ - წერს გვენეტაძე.