გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორის დემოკრატიის სკოლაში დამოუკიდებლობის 100 წლიანი პერიოდი მიმოიხილეს

23-10-2018

რატომ აღვნიშნავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს?, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის 100 წელი საქართველოსთვის და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენი ქვეყნის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს შემდგომი არსებობისთვის?-ამ თემების განცხილვას მიეძღვნა გორის დემოკრატიის სკოლაში გამართული საჯარო ლექცია, რომელსაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე უძღვებოდა.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ დისკუსიას გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები დაესწრნენ, რომლებმაც იმსჯელეს თუ რა გამოწვევებისა და შეცდომების გადალახვა მოუხდა ქვეყანას ამ დრომდე და რა რეალობა გვაქვს დღეს. შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა, მისი დასრულებისას დისკუსიის ზოგიერთი მონაწილე აღნიშნავდა, რომ ლექციის შედეგად ბევრ საინტერესო თემას გაეცნო, მათ შორის ისეთებსაც, რომელთა შესახებაც ამ დრომდე განსხვავებული ინფორმაცია ჰქონდათ.

საჯარო ლექცია გორის დემოკრატიის სკოლაში ორგანიზაციის, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, ინიციატივით მოეწყო.



qartli.ge