გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მარინა თავბერიძე: შემეშინდა, ვიფიქრე, ძველი დრო დაბრუნდა და მიწა წამართვეს

23-10-2018


პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მეზობელი მარინა თავბერიძე ტელეკომპანია “რუსთავი2”-ს სიცრუეში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სიუჟეტში ნაჩვენები ნაკვეთი მისი კუთვნილებაა.

 

მისი თქმით, მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელზე აქვს.

 

„ვუყურე გადაცემას “რუსთავი2“-ზე და იქიდან გავიგე, რომ ჩემი ნაკვეთი ბახტაძის გამხდარა. შემეშინდა, ვიფიქრე ძველი დრო დაბრუნდა და მიწა წამართვეს-მეთქი. მადლობა ღმერთს ასე არ აღმოჩნდა, " - აცხადებს  მარინა თავბერიძე.


მისი თქმით, მცხეთაში, ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი 2005 წელს აქვს შეძენილი.


"საბუთები ხელზე მაქვს. ეს ტერიტორია არის ჩემი და არა მამუკა ბახტაძის, როგორც ამ გადაცემაში თქვეს. სირცხვილია, ასეთი ტყუილის გავრცელება. ყველამ იცის, რომ იქ ნაჩვენები  ეს 630 კვადრატული მეტრის მიწა ჩემი ტერიტორიაა. ჯერ გაარკვიონ სიმართლე და მერე ილაპარაკონ“ - აცხადებს მარინა თავბერიძე.