გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პრემიერი: ვინც არ დაემორჩილება „გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, დაეკისრება 25 000 ლარიანი ჯარიმა, არავითარი რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება

31-07-2024

გამჭვირვალობის შესახებ კანონით ძალიან რბილი ზომებია გათვალისწინებული; ერთადერთი ზომა არის 25 000 ლარიანი ჯარიმა, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, აქ სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ჯარიმის გარდა სხვა რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება.


„არავითარი რისკი არც ერთ ორგანიზაციას არ შეექმნება. ვინც იმოქმედებს არაკეთილსინდისიერად და არ დაემორჩილება კანონს, მას დაეკისრება ძალიან მარტივად 25 000-ლარიანი ჯარიმა. შესაბამისად, აქ არავითარი სპეკულაციების საფუძველი არ არსებობს"- აღნიშნა პრემიერმა.