გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი", „ტვ პირველი" და „ფორმულა" და არ დაგმეს? იმიტომ, რომ არ მიუღიათ ეს დავალება

31-07-2024

სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები, სომხური „მთავარი არხი", „ტვ პირველი" და სომხური „ფორმულა" და არ დაგმეს ფაშინიანის ვიზიტი? იმიტომ, რომ არ მიუღიათ ეს დავალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მისი ვიზიტი ირანში პოლიტიკური განაცხადი და დასავლეთთან დაშორება, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს სამარცხვინო სპეკულაციაა.


მთავრობის მეთაურის თქმით, სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სურს დასავლეთთან ურთიერთობების გაღრმავება, მსგავსი განცხადებები კეთდება მათ შორის დასავლეთის მხრიდან და სომხეთის პრემიერიც ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას.


„რატომ არ გამოვიდნენ სომეხი ლომჯარიები? რატომ არ გამოვიდა სომხური „მთავარი არხი" და რატომ არ დაგმო ფაშინიანის ვიზიტი? რატომ არ გამოვიდნენ სომხური „ტვ პირველი" და სომხური „ფორმულა" და რატომ არ დაგმეს ფაშინიანის ვიზიტი? იმიტომ, რომ სომხურ "მთავარ არხს" არ მიუღია ეს დავალება. სომხურ „მთავარ არხს" და სომხურ ლომჯარიას არ მიუღია ეს დავალება. თქვენ თქვენი რედაქცია გავალებთ, მაგრამ თქვენს რედაქციას ავალებენ საკუთარი პატრონები,"- აღნიშნა პრემიერმა.