გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილზე: მიუხედავად იმისა, რომ ღალატიდან დაწყებული, ქურდობით და მამაძაღლობით დამთავრებული, ყველაფერი იკადრა, ნაცვლად სოროში ჩაძრომისა, ენა აქვს გადმოგდებული და ძალიან დაჟინებით ითხოვს დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულებისათვის

31-07-2024

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ივანიშვილი ფიქრობს, რომ „ორი პერსპექტივა აქვს - ერეკლე მეორე უნდა გახდეს, ან სერგო ორჯონიკიძე“.


ქადაგიძის თქმით, გია ხუხაშვილმა მიუხედავად იმისა, რომ ღალატიდან დაწყებული, ქურდობით და მამაძაღლობით დამთავრებული, ყველაფერი იკადრა, ნაცვლად სოროში ჩაძრომისა, ენა აქვს გადმოგდებული და ძალიან დაჟინებით ითხოვს დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულებისათვის.


„ალესილი პიტალო არ ჩერდება. მიუხედავად იმისა, რომ ღალატიდან დაწყებული, ქურდობით და მამაძაღლობით დამთავრებული, ყველაფერი იკადრა, ნაცვლად სოროში ჩაძრომისა, ენა აქვს გადმოგდებული და ითხოვს, ძალიან დაჟინებით ითხოვს დაისაჯოს ჩადენილი დანაშაულებისათვის. განსაკუთრებით მაშინ უმძაფრდება ეს მოთხოვნა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ნაჩუქარი ფეშენებელური აგარაკიდან ლანძღავს მას. ჰოდა ჩემო პიტალო, ხომ იცი რომ სამართალი ურმით დადის, აუცილებლად ძალიან მალე დადგება შენი და შენნაირი „კრისების“ დაფერთხვის დრო, ეს კარგად დაიმახსოვრე!“ - ზურაბ ქადაგიძე.