გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში საგრანტო პროგრამის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

31-07-2024

ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში საგრანტო პროგრამის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:

  • ეისითი - ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ტრანსკრიპტების ავტომატიზაცია
  • აიბისისიეს ტაქსი - ელექტრონული კომერციის პლატფორმის განვითარება, რომელიც ავტომატიზირებულს გახდის აპოსტილის დოკუმენტების მიწოდებისა და ნოტარიული მომსახურების მიღების დაგეგმარებას
  • დენსი - სტომატოლოგიური ლაბორატორიის სამუშაო სივრცის გაციფრულება (ტექნიკოსებისა და მენეჯმენტის ციფრული სამუშაო სივრცის შექმნა)
  • ბლუბერი - აპლიკაციის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს კრეფის სწორ აღრიცხვას დღის ჭრილში კონკრეტულ მკრეფავზე, აგრეთვე, ავტომატური წონის დაფიქსირებას
  • ჩირიფრუტი - მონაცემების გაციფრულება, მისი ეფექტიანი ანალიზისა და შესაბამისი რეაგირების საშუალებების მოძიება/დანერგვა

პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს:

  • მცირე და საშუალო მეწარმეთა ციფრული ტრანსფორმაცია R&D (კვლევა და განვითარება) გრანტების მეშვეობით - ახალი გადაწყვეტილებების შექმნა ან არსებული გადაწყვეტილებების გაუმჯობესება. ამ კომპონენტის ჯამური ბიუჯეტი 100 000 ევროა, რომელიც გაიცემა სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების მეშვეობით. ამ პროცესში ასევე ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები
  • ერთიანი პლატფორმის შექმნა, რომელიც წარმოაჩენს ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას და საშუალებას მისცემს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გაეცნოს ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით იმ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქმნება საქართველოში. აღნიშნული კომპონენტი დამატებით მოიცავს ასევე სამუშაო შეხვედრებს დაინტერესებულ მხარეებს შორის და შემეცნებით ღონისძიებებს პროექტის ბენეფიციარებისთვის
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, მოხდება სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, გლობალური ტენდენციების გათვალიწინებით

პროექტი ხორციელდება 2022 წლის 12 დეკემბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე.


GITA-ს ინიციატივას მხარს უჭერს პროექტი „მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (DT4SME), რომელიც მიმდინარეობს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით და მას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.