გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: 6 თვის მონაცემებით დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ შარშანდელი მაჩვენებელი

1-08-2024

ჩვენ წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, 6 თვის მონაცემებით დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, ევროპის მასშტაბით.


„გუშინ გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მონაცემები და 6 თვის მაჩვენებელი დაფიქსირდა, 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, ევროპის მასშტაბით. ჩვენი ერთ-ერეთი უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მარალი ტემპის შენარჩუნება.


ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და შემდეგი თვეების განმავლობაშიც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის", - განაცხადა პრემიერმა.