23-10-2018
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიწვევით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის წამყვანმა პროფესორებმა და ექიმებმა ჭიათურის “ჯეო-ჰოსპიტალსის“ ამბულატორიულ ცენტრში ბავშვებს უფასო პროფილაქტიკური გასინჯვები და ექოსკოპიური გამოკვლევები ჩაუტარეს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამედიცინო აქციის ფარგლებში, 20 ოქტომბერს ჭიათურას ეწვივნენ შემდეგი სპეციალისტები: თსსუ-ის რექტორი, თსსუ-ის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; თსსუ-ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ანესთეზიოლოგი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგური; ყბა-სახის ქირურგი ნინო ხვედელიძე; პედიატრი, რევმატოლოგი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კუტუბიძე; ნევროლოგი ნანა კაპანაძე; პედიატრი, სასწრაფო-გადაუდებელი სამსახურისა და ამბულატორიის უფროსი ფიქრია ლურსმანაშვილი; ექიმი ტრავმატოლოგი რომეო ვარდიაშვილი; ექიმი რადიოლოგი ნინელი ჩხაიძე;ალერგოლოგი, პროფესორი მანანა კობახიძე; ოტორინოლარინგოლოგი, ასისტენტ-პროფესორი ირინე კეკელიძე; ოფთალმოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში მანანა კიკოლაშვილი; ექიმი-რადიოლოგი შალვა წინწკალაძე; ექიმი ენდოკრინოლოგი მარიამ ფხალაძე; ექიმი-ენდროკრინოლოგი ეკატერინე გირგვლიანი; პედიატრი გულკა გოგბერაშვილი; ქირურგი ვლადიმერ თალაკვაძე; ბავშვთა ქირურგი ნიკოლოზ ბუაძე და რევმატოლოგი ეკატერინე ნახუცრიშვილი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლიკა ჭუმბურიძემ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ექიმებს მადლობა გადაუხადა და მსგავსი აქციების ჩატარების მხარდასაჭერად მზადყოფნა გამოთქვა.