23-10-2018
დღეს, 23 ოქტომბერს, ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში გამოჩნდა პლაკატები, რომლებზეც "პუტინი ირჩევს გრიგოლ ვაშაძეს".
ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები დილიდან გამოჩნდა. პლაკატებზე გრიგოლ ვაშაძე ვლადიმერ პუტინთან ერთადაა გამოსახული.
„ერთიანი ნაციონლური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით ბალიაშვილი ამბობს, რომ ეს მათი მოწინააღმდეგეების გაკეთებეულია: „ეს არის უზნეობა რასაც აკეთებენ, მაგას სხვა შეფასებას ვერ მივცემ. ესაა შეშინებული კურდღლის როლი. სხვას ვერაფერს აკეთებენ და პლაკატებს ერჩიან. ბუნებრივია, ეს ჩვენი მოწინააღმდეგეების გაკეთებულია, თუმცა ხელს ვერავის დავადებ. ვერ იგებენ არჩევნებს, ეშინიათ და ამას გვიკეთებენ".
ბალიაშვილი ამბობს, რომ მათ ქალაქში პლაკატების ჩამოხსნა უკვე დაიწყეს.
რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში „ნაციოანალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.