3-08-2024
2024 წლის სექტემბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება.
პროგრამის პირობების თანახმად, მასში ჩართვას და შესაბამისად, სამინისტროსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და სწავლობენ ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე ან მაგისტრატურის საფეხურზე. ასევე ისინი, ვისაც 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უკვე დასრულებული აქვთ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური.
სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.
პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქვეუწყებო ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლის საქართველოს 181 მოქალაქე შემდეგი მიმართულებით. კერძოდ:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირების მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით, www.hr.gov.ge-ის მეშვეობით.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება - საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. კონკურსის შედეგების შესაბამისად, პროგრამაში სტაჟიორად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი კომისია.
ანაზღაურებადი სტაჟირების ბმული - https://hr.gov.ge/?vacancyNum=47
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ასევე გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის, ვისაც გავლილი აქვს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო კურსი. ამ პროგრამით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირებას გაივლის 6 პირი.
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/87257?active=1