გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბათუმში, დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ირანის მოქალაქეს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

23-10-2018


სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


“ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების  უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ჰ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა,  რომ ჰ.ჰ.-მ  უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 52,9 გრამ  ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაც 2018 წლის 06 მარტს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  სხეულის დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.


სამართალდამცველებმა ჰ.ჰ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ბათუმის  საქალაქო სასამართლომ ჰ.ჰ. დამნაშავედ ცნო  წარდგენილ ბრალდებაში  და  სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” - ნათქვამია განცხადებაში.