გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი კობახიძე: ხაზარაძე-ჯაფარიძემ დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან, ნებისმიერი მათი მცდელობა, რომ მარცხი გადაფარონ, არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის

4-08-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დუმილი არის მცდელობა, რომ ეს გადაწყვეტილება გადაფარონ.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხაზარაძე-ჯაფარიძემ შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან.


„უსუსური მცდელობაა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გადაფარონ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ისინი ვერანაირად ვერ გადაფარავენ. მათ შეიტანეს შესაბამისი საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან, ამის მერე ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს მარცხი გადაფარონ არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.