გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარი ქვაკუთხედი გახდება

5-08-2024

ქალაქ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, პირველი ტექნოლოგიური ჰაბი შეიქმნება, რომელიც სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციული- სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები, VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება.


„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარი ქვაკუთხედი გახდება და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ბიზნესისა და ინვესტორების მოზიდვაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის აჩქარებაში. ამასთან, ეს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქუთაისის მოსახლეობას იყოს ჩართული მსოფლიო ტექნოლოგიურ კვლევებში ხელოვნური ინტელექტის (და არამარტო) მიმართულებით, სადაც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ადგილობრივი ადამიანური კაპიტალი. ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი მათემატიკური სკოლით და ამასთან ერთად ქუთაისში მეოთხე წელია მოქმედებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გლობალური დონის ტალანტის შექმნას ახორციელებს ქვეყანაში. შედეგად, აღნიშნული ინიციატივა შესაძლებლობას მისცემს ქუთაისს წამყვან პოზიციებზე იყოს არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით და უახლოეს პერიოდში გახდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ცენტრი ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული ყველა ასაკის ადამიანისთვის," - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.