გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზურაბ ქადაგიძე შოთა უტიაშვილზე: ეს კაცი შსს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, რომლის განცხადებაც, ნათლად წარმოაჩენს იმდროინდელი მთავრობის დამოკიდებულებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით

7-08-2024

ეს კაცი შსს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, რომლის განცხადებაც, ნათლად წარმოაჩენს სააკაშვილის მთავრობის დამოკიდებულებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე შოთა უტიაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „აგვისტოს ომმა, თავის ყველა პლუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა“.


ქადაგიძის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2008 წლის ომის გამოძიება და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯა. მანვე აღნიშნა, რომ ქართული “ნიურნბერგის” პროცესი, რომელიც აუცილებლად შედგება, იქნება პრეცედენტი ქართულ რეალობაში, რაც ყველა დამნაშავესა და პოლიტიკურ პარაზიტს მიუჩენს თავის ადგილს, ისტორიულ სანაგვეზე.


„ეს კაცი შსს ანალიტიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, რომლის განცხადებაც, ნათლად წარმოაჩენს სააკაშვილის მთავრობის დამოკიდებულებას აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ასობით დაკარგული სოფელი, დახოცილი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები, ასიათასობით დევნილი და საქართველოს ოკუპაცია ყოფილა, ქვეყნის ამოსუნთქვის საშუალება. ამ ნაძირალას ცოლი, ერთ-ერთი მთავარი „გამპრავებელი” იყო სააკაშვილის რეჟიმის და დღესაც იმავე რეჟიმის მახინჯი სახეა, უკვე ოპოზიციური მედიიდან. ამიტომაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2008 წლის ომის გამოძიება და ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯა. ქართული “ნიურნბერგის” პროცესი, რომელიც აუცილებლად შედგება, იქნება პრეცედენტი ქართულ რეალობაში, რაც ყველა დამნაშავესა და პოლიტიკურ პარაზიტს მიუჩენს თავის ადგილს, ისტორიულ სანაგვეზე!


ეს ნაძირალები არა თუ პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაშიც ვერ უნდა ახერხებდნენ გამოჩენას!“, - წერს ქადაგიძე.