გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბიძინა ივანიშვილი: გპირდებით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა

24-10-2018

"ყველაზე დიდი დანაშაული ჩაიდინეს თავისი მმართველობის დროს და თავხედობა ყოფნით დაადანაშაულონ ქალბატონი, მოღალატე და არაქართველი ეძახონ ქალბატონს, რომელიც დაიბადა საფრანგეთში, რომლის მამამ, ზურაბ ზურაბიშვილმა მოქალაქეობაზე, საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვა უარი, იმიტომ, რომ ქართული მოქალაქეობა არ დაეტოვებინა"-ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა.


მისივე თქმით, ამ მამის გაზრდილი შვილის მიმართ დღეს "ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი წევრი და მხარდამჭერი ეჭვს გამოთქვამს, რომ ქართველი არაა. 
"ამ ქალბატონმა საფრანგეთში გაიკეთა კარიერა, ევროპაში, ტიპიური ევროპელი ქალბატონი ჩამობრძანდა თავის სამშობლოში, დაბრუნდა, რასაც უამრავი ქართველი ოცნებობს დღეს. ჩვენ გვინდა ჩვენი სამშობლო გავაერთიანოთ, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი, ეს ქალბატონი კი სიმბოლოა ამისა - ქალბატონი, თანაც ევროპელი და ჩვენ შეგვიძლია ის დღეს ავირჩიოთ პრეზიდენტად. ნახეთ, როგორ იქცევიან სხვები და ნახეთ, როგორ იქცევა ეს ქალბატონი, როგორ იქცევა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორ ბედავენ და ამბობენ რომ ეს არის მოღალატე. თვითონ ღალატი ჩაიდინეს, ამდენი მიწები დაიკარგა, ამდენი ხალხი დაიხოცა, ფრონტის ხაზზე მიატოვეს და თბილისში ჩამოვიდნენ რუსთაველზე ცეკვავდნენ და დროშებს აფრიალებდნენ. ეს ხალხი დღეს ბედავს და ამას ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან ბევრი ტელემაყურებელი იტყვის, რომ ეს ჩემი ბრალია.


არა, ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს ჩვენი ბრალია ყველასი ერთად, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვქონდა გამოცდილება. ჩვენ თავს მოვიხვიეთ „ნაციონალური მოძრაობა“. საბედნიეროდ 2012 წელს ჩვენ მოვახერხეთ და მათ მშვიდობიანად ვათქმევინეთ უარი ხელისუფლებაზე და ის რაც მოხდა ამ 6 წლის განმავლობაში, ჩათვალეთ რომ ამაზე მეტის გაკეთება არ შეიძლებოდა. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავაერთიანოთ... მას უნდა ქონდეს უფლება თუ გინდ ესე უზრდელადაც მოიქცეს, მაგრამ აქ უნდა იცხოვროს, ასევე უნდა მოიქცეს „ნაციონალური მოძრაობაც“, მათ წევრებსაც ყველას უნდა მივცეთ და ყველას უნდა შეეძლოს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ და ამას ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ. ვარწმუნებ ჩვენ საზოგადოებას ყველაფერს დაერქმევა თავის სახელი, ამას გპირდებით რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ამას ყველაფერს გავაკეთებთ"-განაცხადა ივანიშვილმა.