გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზაალ ანჯაფარიძე: ის თუ რომელმა პარტიამ აღნიშნა აგვისტოს ომის ტრაგიკული წლისთავი 7 აგვისტოს და არა 8 აგვისტოს, როგორც ადრე ხდებოდა, კარგ მარკერს აძლევს ამომრჩეველს, თუ რომელი პარტიები წარმოადგენენ ერთიან მიშისტურ ნაც-კლასტერს და რომელი არა

8-08-2024

ის, თუ რომელმა პარტიამ აღნიშნა აგვისტოს ომის ტრაგიკული წლისთავი 7 აგვისტოს და არა 8 აგვისტოს, როგორც ადრე ხდებოდა, კარგ მარკერს აძლევს ამომრჩეველს, თუ რომელი პარტიები წარმოადგენენ ერთიან მიშისტურ ნაც-კლასტერს და რომელი არა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.


ანჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის ლუსტრაცია-კრისტალიზაციის პროცესი გრძელდება და მისი შედეგიც რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს.


„აგვისტოს ომთან დაკავშირებული ყოველწლიური ვნებათაღელვები გარწმუნებთ, რამდენიმე დღეში გაქრება როგორც სოცქსელებიდან, ისე მეინსტრიმული მედია სივრციდან. სოციუმის ყურადღება ისევ წლის მთავარ მოვლენაზე - არჩევნებზე იქნება კონცენტრირებული. ის, თუ რომელმა პარტიამ აღნიშნა აგვისტოს ომის ტრაგიკული წლისთავი 7 აგვისტოს და არა 8 აგვისტოს, როგორც ადრე ხდებოდა, კარგ მარკერს აძლევს ამომრჩეველს, თუ რომელი პარტიები წარმოადგენენ ერთიან მიშისტურ ნაც-კლასტერს და რომელი არა.


ოპოზიციის ლუსტრაცია-კრისტალიზაციის პროცესი გრძელდება და მისი შედეგიც რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს“, - წერს ანჯაფარიძე.