გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სკოლებში LGBTQ+ პროპაგანდას კრძალავს

8-08-2024

ბულგარეთის პარლამენტმა განათლების კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, სკოლებში LGBTQ+ პროპაგანდას იკრძალება. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს. ცვლილებას 159 მომხრე ჰყავდა, წინააღმდეგ 22 დეპუტატი წავიდა, 12-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. 

კანონის მიხედვით, იკრძალება „განათლების სისტემაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციასთან და/ან გენდერულ იდენტობასთან (გარდა ბიოლოგიური სქესისა) დაკავშირებული ნებისმიერი იდეისა და შეხედულების პროპაგანდას, პოპულარიზაციას ან წაქეზება“.


კანონმდებლებმა აგრეთვე დაამტკიცეს ცალკე ტექსტი, რომელიც „არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას“ განმარტავს, როგორც „ბულგარეთის იურიდიულ ტრადიციაში საყოველთაოდ მიღებული და დამკვიდრებული - საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის არსებული ემოციური, რომანტიკული, სექსუალური თუ მგრძნობელობით გატაცებისგან განსხვავებულს“. 


„კანონი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ტერმინს განსაზღვრავს, რაც ევროპაში ახალი პრაქტიკაა, რადგან ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირში, აშშ-სა და კანადაში თანდათანობით დაიწყო იმ არგუმენტის დანერგვა, რომ არ არსებობს ტრადიციული და არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია. ამრიგად, ბულგარეთმა აჩვენა დადებითი მაგალითი, რომელსაც ძალიან მალე, შესაძლოა სხვა ქვეყნებიც მიჰყვნენ“, - განაცხადა ბულგარეთის პარლამენტის წევრმა კოსტადინ კოსტადინოვმა კენჭისყრის შემდეგ.


ცნობისთვის, 2021 წელს უნგრეთმა აგრეთვე მიიღო კანონი, რომელიც არასრულწლოვნებში LGBTQ+ პროპაგანდას კრძალავს.