გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბიძინა ივანიშვილი: რამდენად სანდოა კაცი, რომელიც სახელმწიფოს ათეულობით მილიონს არ უხდის, ამის განსჯა მაყურებელს მივანდოთ

24-10-2018

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ზაზა ოქუაშვილი საჯაროდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მას თამბაქოს მწარმოებელი ქარხანა დაუყადაღეს, აქციზების გაცემა შეუწყვიტეს და ეს იმ, ფონზე, როდესაც მას დავალიანება 11-ჯერ გადაუვადეს.


ეს განცხადება ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.


ივანიშვილის თქმით, სწორედ მას შემდეგ, რაც ოქუაშვილს 50 მილიონზე მეტი გადასახადი დაუგროვდა, მისგან წამოვიდა შანტაჟი და ამ საკითხს მიაბა ტელევიზია "იბერიას" დახურვა, რომლის შენახვაც ივანიშვილის თქმითვე, ძვირი არ ჯდება.


"რამდენად სანდოა კაცი, რომელიც სახელმწიფოს ათეულობით მილიონს არ უხდის, ამის განსჯა მაყურებელს მივანდოთ, ხოლო რაც შეეხება ჩანაწერებს, დადასტურდა, რომ ის ავთენტური არ არის.


რაც შეეხება, რომ ოქუაშვილს 4 მილიონი უნდა გადაეხადა და მე თითქოსდა ამისთვის ოთხი თითი ვაჩვენე, რატომ, რის საფასურად უნდა გადაეხადა ეს ოთხი მილიონი? ან რისი გადამხდელი იყო ტყუილად, როცა ბიუჯეტში არ იხდის ფულს?"-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


მანვე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში ნათქვამი ტექსტები მოიყვანა და განაცხადა, რომ სიცრუის ტირაჟირებით, ტელეკომპანია ცდილობს, საზოგადოება სიცრუეში შეიყვანოს.