გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციაზე: ამათმა რა უნდა დააბრუნონ, ბიზნესისა და მოსახლეობის რეკეტი? აბა, სხვა არაფერი იციან და

9-08-2024

„ორი თაღლითი“, - ასე აფასებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ლელოს“ თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და ბიზნესმენ დავით კეზერაშვილს.


სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტი ხაზარაძესა და კეზერაშვილს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ თაღლითებს უწოდებს და ამბობს, რომ სწორედ ისინი აფინანსებენ ოპოზიციას.


მისი თქმით, გაუგებარია რას ჰპირდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობას, რადგან ბიზნესის რეკეტისა და სხვა დანაშაულების გარდა მათ არაფერი იციან.


„ორი თაღლითი აფინანსებს ოპოზიციას - ერთი საერთაშორისოდ აღიარებული კეზერაშვილი და მეორე, ქართული მართლმსაჯულებითა და აწ უკვე, საარბიტრაჟო სასამართლოთი, საერთაშორისოდ დეკლარირებული თაღლითი ხაზარაძე. ამათმა რა უნდა დააბრუნონ, ბიზნესისა და მოსახლეობის რეკეტი? აბა, სხვა არაფერი იციან და ?!“- წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.