გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვლადიმერ ბოჟაძე: „ქართული ოცნების“ დამსახურებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ყველა საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა

9-08-2024

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ომის და ღალატის პარტიამ 2008 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის საზიანო, ევროსაბჭოს N 1633-ე რეზოლუციას, - წერს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის მიხედვით, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა, ქართულ ჯარს 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა და კასეტური ბომბების გამოყენება ჰბრალდებოდა.


ბოჟაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ამის მიუხედავად, ყველა საქმე მოიგო საერთაშორისო სასამართლოებში.


„ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ომის და ღალატის პარტიამ 2008 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა საქართველოსთვის საზიანო, ევროსაბჭოს N 1633-ე რეზოლუციას, რომელშიც ქართულ ჯარს 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვა და კასეტური ბომბების გამოყენება დააბრალა!

„ქართული ოცნების“ დამსახურებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა“ - წერს ბოჟაძე.