გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ისნის რაიონში საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა

9-08-2024

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში, საქართველოს ეროვნული გმირის, ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა.


ღონისძიებას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ- მაიორი კობა კობალაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გრიგოლ გიორგაძესთან, საკრებულოს წარმომადგენლებთან, ალეკო ონიანის ოჯახის წევრებთან და გმირის თანამებრძოლებთან ერთად დაესწრნენ.


უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე (ალეკო) ონიანი დაიბადა 1981 წლის 9 მარტს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, რუსულ მოტომსროლელ ბატალიონთან უთანასწორო ბრძოლაში, გმირულად დაიღუპა სოფელ შინდისთან, სადაც ქართული შენაერთი მოწინააღმდეგის ალყაში მოექცა. ალეკო ონიანმა მძიმედ დაჭრილი მისი ნათლული, კაპრალი რომან ზოიძე, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, არ მიატოვა; ტყვედ აყვანის საშიშროებისთანავე, ხელყუმბარით თავი აიფეთქა, მტერს არ ჩაბარდა და მისი ცოცხალი ძალაც დააზიანა.


ალექსანდრე ონიანს, (სიკვდილის შემდეგ) 2009 წელს, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, ხოლო 2021 წელს, ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

საქართველოს ეროვნული გმირი, ალექსანდრე ონიანი, დაკრძალულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის სასაფლაოზე.