გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: გუშინ სექტანტების ასეთი განცხადებები დამაკლდა - 2008 წლის აგვისტოში, პუტინთან შეთანხმებით, ომი დაიწყო "ქართულმა ოცნებამ", რომელიც მაშინ ჯერ არ იყო კატაკომბებიდან გამოსული, მაგრამ იმთავითვე - რუსული იყო

9-08-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის ომთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ეხმიანება.


როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები აბსურდულია.


„გუშინდელ დღეს რა დამაკლდა, იცით? სექტანტების, დაახლოებით ასეთი, განცხადება: "2008 წლის აგვისტოში, პუტინთან შეთანხმებით, ომი დაიწყო „ქართულმა ოცნებამ", რომელიც მართალია მაშინ ჯერ არ იყო კატაკომბებიდან გამოსული, მაგრამ იმთავითვე - რუსული იყო. დაიწყო ეს ომი და პუტინთან გარიგების გზით - ოკუპაციით დაასრულა. სწორედ ამ "რუსულ ოცნებას" გულისხმობდნენ ჩვენი გმირი დეპუტატები ევროპარლამენტის 2008 წლის ოქტომბრის სხდომაზე, სადაც რეზოლუციაში ჩაიწერა - დიახ, ომი "რუსულმა ოცნებამ" დაიწყო, რომელსაც მაშინაც და ახლაც, სამარცხვინოდ "ქართველ ხალხად" მოიხსენიებენ. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის გმირული თავდადების წყალობით, "რუსულმა ოცნებამ" პუტინი თბილისამდე არ შემოუშვა და ამიტომაც იზეიმა ქვეყნის პატრიოტულმა ნაწილმა, აგვისტოს ცხელ დღეებში, პუტინზე ეს გამარჯვება. მაგრამ პუტინმა შური მაინც იძია და გმირი სააკაშვილი დღეს ციხეში კვდება, ხოლო კატაკომბებიდან გამოსული "ქართული ოცნება" დღეს, თბილისის პუტინისთვის საბოლოოდ ჩაბარებისთვის ემზადება...“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.