9-08-2024
„გაუგონარი სიბოროტეა, რასაც რევანშის წყურვილით შეპყრობილი ოპოზიცია და პრეზიდენტი კადრულობს ქვეყნის წინააღმდეგ. თითქოს მათი შვილების და შვილიშვილებისთვისაც არ აჩუქა ივანიშვილმა შეკვეთილის უნიკალური დენდროლოგიური პარკი ქვეყანას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც აღნიშნულია რომ ბაბო ბაბის რამდენიმე ხე გახმა.
ექსპერტის თქმით, ოპოზიციის ეს ქმედებები მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის მთავარია ძალაუფლება და ფული.
„გაუგონარი სიბოროტეა, რასაც რევანშის წყურვილით შეპყრობილი ოპოზიცია და პრეზიდენტი კადრულობს ქვეყნის წინააღმდეგ. თითქოს მათი შვილების და შვილიშვილებისთვისაც არ აჩუქა ივანიშვილმა შეკვეთილის უნიკალური დენდროლოგიური პარკი ქვეყანას. იმ შეთანხმებულმა ბოროტმა ქმედებებმა, რაც ბაობაბის ხეების პარკში გადმორგვას უკავშირდებოდა, შედეგი გამოიღო, რვავე ხე გახმა, ადრე ჩამოტანილი ხეებისგან განსხვავებით. რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, ორი წელი სატრანსპორტოდ გამზადებული ხეები უცხო გარემოში ელოდნენ გადარგვას. აწრიალებული ჰყავდათ აქაურ მანქურთებს კენიის მთავრობა, ხან რა გზავნილებს უგზავნიდნენ და ხან რას. აი ასეთი უჯიშო, უსამშობლოები, სიყვარულისგან და სიკეთისგან დაცლილები არიან ეს ადამიანები, საკუთარი ოჯახის წევრებიც არაფერს წარმოადგენენ მათთვის, მთავარია ძალაუფლება და ფული. ქართველი ხალხი ბრძენია, ყველაფერს ხედავს, ყველაფერი ესმის და ამიტომ არის, რომ 13 წელია ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ყველა არჩევნებს იგებს, ასე იქნება ახლაც,“ - წერს ნინო ფოჩხუა ფეისბუკზე.
ცნობისთვის, დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, აღნიშნულ პარკში კენიიდან გადარგული ბაო ბაბის ხეები გახმა, რაშიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.