გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნინო ფოჩხუა OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე: მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ

9-08-2024

„მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ. ეძებთ, ეძებთ, ეძებთ, იქნებ რამე კომპრომატი უპოვოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სულ ტყუილად ირჯებით, ტყუილად ხარჯავთ ფულს. ერთდღიანია თქვენი სიხარული, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ (OCCRP) მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის სახელით გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული, სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“.


ფოჩხუას თქმით, დღეს, როცა ინფორმაციის მოძიება ყველას უპრობლემოდ შეუძლია, შეუძლებელია უნიჭო ტყუილებმა გზა ნახოს.


„მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ. ეძებთ, ეძებთ, ეძებთ, იქნებ რამე კომპრომატი უპოვოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სულ ტყუილად ირჯებით, ტყუილად ხარჯავთ ფულს. ერთდღიანია თქვენი სიხარული. დღეს, როცა ინფორმაციის მოძიება ყველას უპრობლემოდ შეუძლია, შეუძლებელია თქვენმა უნიჭო ტყუილებმა გზა ნახოს. ასე რომ ვერ მოერევით ამ კაცს, რადგან თქვენი ყველა ქმედება იაფფასიანი ფეიკია. 26 ოქტომბერს კი ისევ დაინახავთ ვის მხარეს დგას ქართველი ხალხი“, - წერს ფოჩხუა.