გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან ნიკოლეიშვილი OCCRP-ის სტატიაზე: დასავლეთის მარიონეტების შეტევის კიდევ ერთი სუსტი ტაქტიკური ნაბიჯი არის მორიგი დეზინფორმაცია, მაგრამ გამიზნული ასევე წინასაარჩევნოდ - რატომ არ იღებენ ხმას, რამდენი სტრატეგიული ობიექტი გადასცა სააკაშვილმა რუსეთს

9-08-2024

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას აფასებს და მას მორიგ წინასაარჩევნო დეზინფორმაციას უწოდებს.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, არავის ებადება კითხვა, თუ რამდენი სტრატეგიული ობიექტი გადასცა სააკაშვილმა რუსეთს, ოპოზიციონერებმა როგორი „ქვეშ გაწოლის“ პოლიტიკა აირჩიეს რუსეთთან მიმართებით და როგორ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა რუსეთს, აშშ-სა და ევროპას შორის რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში.


სამაგიეროდ, მისი თქმით, არც ადგილობრივ და არც უცხოელ მავნებლებს არ უჩნდებათ კითხვა, როდესაც ივანიშვილთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის დეზინფორმაციას ავრცელებენ.


„დასავლეთის მარიონეტების შეტევის კიდევ ერთი სუსტი ტაქტიკური ნაბიჯი: „ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ქონება შეიძინა“."ეს არის მორიგი დეზინფორმაცია, მაგრამ გამიზნული ასევე წინასაარჩევნოდ! 1. რატომ არ იღებს ხმას არავინ თუ რამდენი სტრატეგიული ობიექტი გადასცა სააკაშვილმა რუსეთს; 2. მათმა ახალმა რჩეულებმა, ოპოზიციონერებმა როგორი ქვეშ გაწოლის პოლიტიკა აირჩიეს რუსეთთან მიმართებაში; 3. როგორ გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა რუსეთს, აშშ-ს და ევროპას შორის რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში. ეს კითხვები არც აქაურ და არც უცხოელ მავნებლებს არ უჩნდებათ, სამაგიეროდ ნებისმიერი სახის „ფეიკს“ ავრცელებენ ისევ და ისევ საარჩევნო გარემოზე ზეწოლის მიზნით,“ - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.