გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზაალ ანჯაფარიძე OCCRP-ის სტატიაზე: ჩვეულებრივი ამბებიდან სენსაციების და ე.წ. „შემწვარ-შეკაზმული“ ისტორიების გამოდნობის სენი ნარკოტიკივითაა, ასე მოუვიდა ამ ორგანიზაციასაც, ეტყობა ერთხელ აცდუნეს, ორჯერ და გადაწყვიტა დააჯდეს ამ საქმეს

9-08-2024

„ჩვეულებრივი ამბებიდან სენსაციების და ე.წ. „შემწვარ-შეკაზმული“ ისტორიების გამოდნობის სენი ვირუსივითაა და ნარკოტიკივით. სწრაფად ვრცელდება ბევრზე და ბევრჯერ, ან ნარკომანივით ერთხელ რომ გასინჯავს, მერე უნდება და უნდება. ასე მოუვიდა ამ ორგანიზაციასაც, ეტყობა ერთხელ აცდუნეს, ორჯერ და გადაწყვიტა დააჯდეს ამ საქმეს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.


ანჯაფარიძის თქმით, შესაძლოა ასეთი სტატიების მიზანი ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი და მისთვის ფულის გამოძალვა იყოს:


„ჩვეულებრივი ამბებიდან სენსაციების და ე.წ. "შემწვარ-შეკაზმული" ისტორიების გამოდნობის სენი ვირუსივითაა და ნარკოტიკივით. სწრაფად ვრცელდება ბევრზე და ბევრჯერ, ან ნარკომანივით ერთხელ რომ გასინჯავს, მერე უნდება და უნდება. ასე მოუვიდა ამ ორგანიზაციასაც, ეტყობა ერთხელ აცდუნეს, ორჯერ და გადაწყვიტა დააჯდეს ამ საქმეს. ვინ იცის, იქნებ ასეთი სტატიებით შანტაჟი და ფულის დაცინცვლა უნდა?“ - წერს ანჯაფარიძე.